საგარეჯოს დასახელებისათვის
საგარეჯოს 2500წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ბუნებრივი პირობები,ზომიერი ჰავა,სასმელი და სარწყავი წყაროების სიუხვე,ტყისა და სახნავ–სათესის სიახლოვე,შესანიშნავი საზაფხულო საძოვრები ინტენსიური სოფლის მეურნეობის, ხელოსნობისა და აღებ–მიცემობის განვითარების აუცილებელ პირობებს წარმოადგენდა, ხოლო ღრმა ხეობები და უსიერი ტყეები მტერთა შემოსევის დროს ბუნებრივ ციხე–სიმაგრეებს ქმნიდა.ეს კი ხელს უწყობდა იმას,რომ აქ მოსახლეობა მუდმივად მრავალი ყოფილიყო.
No comments:
Post a Comment